ხშირად დასმული კითხვები
კითხვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად გვისვამენ ჩვენი მომხმარებლები
რემონტის კალკულატორი არის ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ წინასწარ დააანგარიშოთ ბინის, სახლის ან კომერციული ფართის რემონტის სავარაუდო ღირებულება. კალკულატორი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს — როგორიცაა ელექტროობა, სანტექნიკა, ლესვა, მოპირკეთება, ჭერის მოწყობა, იატაკი, აბაზანა და სხვა სარემონტო პროცესები.
მომხმარებელი უთითებს ფართობს, სასურველ სამუშაოებსა და დამატებით დეტალებს, რის შემდეგაც სისტემა ავტომატურად ითვლის სავარაუდო ბიუჯეტს. ეს საშუალებას გაძლევთ წინასწარ მიიღოთ წარმოდგენა რემონტის ღირებულებაზე და უკეთ დაგეგმოთ ფინანსები.
რემონტის კალკულატორი განსაკუთრებით გამოსადეგია:
- შავი, თეთრი ან მწვანე კარკასის ბინებისთვის
- სრული „გასაღები ხელში“ რემონტის დაგეგმვისას
- სხვადასხვა სარემონტო ვარიანტის შედარებისთვის
- ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრისთვის
გაითვალისწინეთ, რომ კალკულატორის მიერ მიღებული შედეგი არის სავარაუდო შეფასება და საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, არჩეულ მასალებზე და ობიექტის მდგომარეობაზე.
რემონტის კონსულტაცია არის პროფესიონალური მომსახურება, რომელიც დაგეხმარებათ რემონტის სწორად დაგეგმვაში, ბიუჯეტის განსაზღვრასა და ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. კონსულტაციის ფარგლებში ხდება ობიექტის შეფასება, საჭირო სამუშაოების განსაზღვრა და დეტალური რეკომენდაციების გაცემა, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები და არასწორი დაგეგმვა.
რემონტის დაწყებამდე ხშირად ჩნდება კითხვები — რა დაჯდება სამუშაოები, რა მასალები სჯობს, როგორ განაწილდეს სივრცე, რა ვადებია საჭირო და რა ტექნიკური დეტალებია გასათვალისწინებელი. სწორედ ამ პროცესში გეხმარებათ რემონტის კონსულტაცია.
კონსულტაციის ფარგლებში შესაძლებელია:
- ბინის ან სახლის დათვალიერება
- სივრცის აზომვა და ტექნიკური შეფასება
- სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის მომზადება
- სამუშაოების ეტაპობრივად დაგეგმვა
- მასალებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შერჩევა
- შავი, თეთრი ან მწვანე კარკასის შეფასება
- რემონტის ვადებისა და პროცესის დაგეგმვა
რემონტის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს:
- წინასწარ იცოდეს რეალური ბიუჯეტი
- თავიდან აიცილოს შეცდომები და ზედმეტი ხარჯები
- მიიღოს პროფესიონალური რეკომენდაციები
- სწორად დაგეგმოს სრული რემონტი
ჩვენი მიზანია, რემონტის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, გასაგები და ორგანიზებული — თავიდანვე სწორად დაგეგმილი სივრცე საბოლოოდ უფრო ხარისხიან და კომფორტულ შედეგს იძლევა.
ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მაღალხარისხიან მასალებს, რომლებიც კარგად გამოცდილია ბაზარზე და უზრუნველყოფენ პროექტის გრძელვადიან, ხარისხიან შესრულებას.
ჩვენი მიზანია, მომხმარებელი მიიღოს რემონტი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ გამძლე.
ჩვენი კომპანია მომსახურებას უზრუნველყოფს თბილისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში.
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შეთანხმებით სხვა რაიონებში ვიზიტი.
პროექტის დასრულების დრო დამოკიდებულია მისი სირთულეზე და მოცულობაზე.
მარტივი სამუშაოების დასრულება შეიძლება მოკლე დროში, რთული პროექტებისთვის კი დროის აღება საჭირო ხდება დეტალური დაგეგმვით, რათა შედეგი იყოს მაღალი ხარისხის.
ჩვენი მომსახურების გადახდა მიმდინარეობს სამ ნაწილად: წინასწარი ვადით (პროექტის დაწყებამდე), პროცესში და ბოლო ნაწილი – სამუშაოების სრული დასრულების შემდეგ.
ეს მიდგომა უზრუნველყოფს კომფორტს მომხმარებლისთვის და მუშაობის გამჭვირვალობას.
ჩვენი მომსახურების ღირებულება მთლიანად დამოკიდებულია კონკრეტულ პროექტზე და მის სირთულეზე. თითოეული შეკვეთა განსხვავებულია – მასში შედის სამუშაოების მოცულობა, საჭირო მასალები, პროექტის სპეციფიკა და სხვა ფაქტორები, ამიტომ ფასის საბოლოო გამოთვლა ხდება ინდივიდუალურად.
საორიენტაციო ფასების გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი რემონტის ფასების გვერდს.