Phone+995 579 37 33 73Envelopeinfo@renovatori.ge
Clockორშ-პარ,10:00-18:00

რემონტი, რომელიც იწყება გეგმიდან
და სრულდება სრულყოფილებით.

Cover image

ჩვენ გთავაზობთ შემდეგ მომსახურებებს

მომსახურებები, რომლებსაც გთავაზობთ ჩვენი გუნდი.

Calculator

ხარჯთაღრიცხვა და კონსულტაცია

გთავაზობთ პროფესიონალურ კონსულტაციას და დეტალურ ხარჯთაღრიცხვას — დაგეხმარებით ბიუჯეტის სწორ დაგეგმვაში და ყველაზე ეფექტური გადაწყვეტილების მიღებაში.

Palete

დიზაინი და დაგეგმარება

დაგეხმარებით ინტერიერის ფუნქციურად და გემოვნებით მოწყობაში — ვქმნით ბალანსს კომფორტსა და თანამედროვე სტილს შორის.

Helmet

შიდა მოპირკეთება და სარემონტო სამუშაოები

გთავაზობთ შიდა სარემონტო სამუშაოებს — შპალერი, საღებავი, გიფსოკარდონი, იატაკის მოპირკეთება და სხვა. შედეგი — ესთეტიკური, კომფორტული და დახვეწილი ინტერიერი.

Paint roll

კოსმეტიკური რემონტი და განახლება

თუ გსურთ უბრალოდ განაახლოთ უკვე გაკეთებული სივრცე — შევასრულებთ კოსმეტიკურ რემონტს სწრაფად, სუფთად და ხარისხიანად.

Electric

ელექტრო და სანტექნიკური სამუშაოები

პროფესიონალი ოსტატების გუნდი უზრუნველყოფს ელექტრო და სანტექნიკური სისტემების მონტაჟს, შეცვლას და გამართულ მუშაობას უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით.

Sofa

ავეჯის დამზადება და მონტაჟი

ვქმნით ინდივიდუალურ ავეჯს თქვენი სივრცისა და სტილის მიხედვით — სამზარეულოები, კარადები, თაროები და სხვა. ვუზრუნველყოფთ ზუსტ ზომებს, ხარისხიან მასალას და სუფთა მონტაჟს.

ჩვენ მიერ შესრულებული პროექტები

პროექტები, რომლეიც ჩვენს მიერ შესრულდა

Tools

პროფესიული მონტაჟი და აწყობა

პროფესიონალური მონტაჟი — ავეჯი, ტექნიკა და ელემენტების აწყობა ზუსტი ზომებით და ხარისხიანი შესრულებით.

Tools

პროექტის მენეჯმენტი

ვაკონტროლებთ ვადებს, ხშირად ვაწვდით პროგრესის ანგარიშს და ვმართავთ პროექტს სრულად, რათა ყველაფერი დროულად და შესაბამისად დაგეგმოს.

Tools

გარანტია და შემდგომი მომსახურება

ვაძლევთ ხარისხის გარანტიას და ვატარებთ საჭირო შემდგომ მომსახურებას პრობლემების სწრაფად მოგვარებისთვის.

კარკასული რემონტის ფასები

ჩვენ გთავაზობთ სრულ სარემონტო მომსახურებას მაქსიმალურად მისაღები ფასებით.

პაკეტების შედარება

აირჩიეთ თქვენთვის სასურველი კარკასის პაკეტი სერვისების მიხედვით.

ოპციამწვანე კარკასიlink
550 ₾-დან / მ²
თეთრი კარკასიlink
600 ₾-დან / მ²
შავი კარკასიlink
700 ₾-დან / მ²
ელექტრო სამონტაჟო მომსახურება
დაკაბელება
დენცქვიტები (ყუთები)
რევერსული ჩამრთველები (ყუთები)
ორ ან მეტ კლავიშიანი შუქის ასანთები (ყუთები)
ინტერნეტ კაბელის გაყვანა ოთახებში
სანტექნიკა / წყალმომარაგება
მილსადენების გაყვანა
ტრაპის და საკანალიზაციო სისტემის გაკეთება
გათბობის ქვაბის მონტაჟი
რადიატორების მონტაჟი
იატაკის გათბობის მონტაჟი
საშრობის მონტაჟი
ხელსაბანის მონტაჟი
დუშის შემრევი ონკანის მონტაჟი
იატაკი
იატაკის მოხვეწა
ლამინირებული იატაკის დაგება
კაფელი / მეტლახი / გრანიტის მონტაჟი
პლასტმასის / მდფ-ის პლინტუსის მონტაჟი
კედლები
შიდა კედლების (ტიხრების) აშენება
ლესვა (გიპერი)
ცემენტით ლესვა აბაზანაში
ფითხის სამუშაოები
ჭერსა და კედელს შორისი ქაფის დაყენება
სამღებრო სამუშაოები
შპალერის სამუშაოები
ჭერი
თაბაშირ მუყაოს მონტაჟი
ფრანგული გასაჭიმი ჭერის მონტაჟი
კარები
MDF კარის მონტაჟი
კარის ჩამკეტის მონტაჟი

ჩვენი გუნდი

ჩვენი პარტნიორი პროფესიონალები, რომლებიც გამოცდილებით, პასუხისმგებლობით და ხარისხზე ორიენტირებული მუშაობით ქმნიან რენოვატორის სერვისს.

ვალერი

ვალერი

პროექტის ხელმძღვანელი

გიგა

გიგა

პროექტის ხელმძღვანელი

კოტე

კოტე

პროექტის ხელმძღვანელი

სალომე

სალომე

ინტერიერის დიზაინერი

გიორგი

გიორგი

სანტექნიკი, ბოილერის სპეციალისტი, ჩასაშენებელი უნიტაზის სპეციალისტი

ზურა

ზურა

ფრანგული ჭერის სპეციალისტი

თორნიკე

თორნიკე

ელექტრიკოსი

ბლოგები რემონტზე

წაიკითხეთ ბლოგები რემონტზე: ინტერიერის დიზაინი, სარემონტო ფასები, მასალების არჩევა და პრაქტიკული რჩევები ბინისა და სახლის განახლებისთვის.

ხშირად დასმული კითხვები

კითხვები, რომლებსაც ყველაზე ხშირად გვისვამენ ჩვენი მომხმარებლები

რემონტის კალკულატორი არის ონლაინ ინსტრუმენტი, რომელიც დაგეხმარებათ წინასწარ დააანგარიშოთ ბინის, სახლის ან კომერციული ფართის რემონტის სავარაუდო ღირებულება. კალკულატორი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის სამუშაოებს — როგორიცაა ელექტროობა, სანტექნიკა, ლესვა, მოპირკეთება, ჭერის მოწყობა, იატაკი, აბაზანა და სხვა სარემონტო პროცესები.

მომხმარებელი უთითებს ფართობს, სასურველ სამუშაოებსა და დამატებით დეტალებს, რის შემდეგაც სისტემა ავტომატურად ითვლის სავარაუდო ბიუჯეტს. ეს საშუალებას გაძლევთ წინასწარ მიიღოთ წარმოდგენა რემონტის ღირებულებაზე და უკეთ დაგეგმოთ ფინანსები.

რემონტის კალკულატორი განსაკუთრებით გამოსადეგია:

  • შავი, თეთრი ან მწვანე კარკასის ბინებისთვის
  • სრული „გასაღები ხელში“ რემონტის დაგეგმვისას
  • სხვადასხვა სარემონტო ვარიანტის შედარებისთვის
  • ბიუჯეტის წინასწარ განსაზღვრისთვის

გაითვალისწინეთ, რომ კალკულატორის მიერ მიღებული შედეგი არის სავარაუდო შეფასება და საბოლოო ღირებულება დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე, არჩეულ მასალებზე და ობიექტის მდგომარეობაზე.

რემონტის კონსულტაცია არის პროფესიონალური მომსახურება, რომელიც დაგეხმარებათ რემონტის სწორად დაგეგმვაში, ბიუჯეტის განსაზღვრასა და ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. კონსულტაციის ფარგლებში ხდება ობიექტის შეფასება, საჭირო სამუშაოების განსაზღვრა და დეტალური რეკომენდაციების გაცემა, რათა თავიდან აიცილოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები და არასწორი დაგეგმვა.

რემონტის დაწყებამდე ხშირად ჩნდება კითხვები — რა დაჯდება სამუშაოები, რა მასალები სჯობს, როგორ განაწილდეს სივრცე, რა ვადებია საჭირო და რა ტექნიკური დეტალებია გასათვალისწინებელი. სწორედ ამ პროცესში გეხმარებათ რემონტის კონსულტაცია.

კონსულტაციის ფარგლებში შესაძლებელია:

  • ბინის ან სახლის დათვალიერება
  • სივრცის აზომვა და ტექნიკური შეფასება
  • სავარაუდო ხარჯთაღრიცხვის მომზადება
  • სამუშაოების ეტაპობრივად დაგეგმვა
  • მასალებისა და ტექნიკური გადაწყვეტილებების შერჩევა
  • შავი, თეთრი ან მწვანე კარკასის შეფასება
  • რემონტის ვადებისა და პროცესის დაგეგმვა

რემონტის კონსულტაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს:

  • წინასწარ იცოდეს რეალური ბიუჯეტი
  • თავიდან აიცილოს შეცდომები და ზედმეტი ხარჯები
  • მიიღოს პროფესიონალური რეკომენდაციები
  • სწორად დაგეგმოს სრული რემონტი

ჩვენი მიზანია, რემონტის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, გასაგები და ორგანიზებული — თავიდანვე სწორად დაგეგმილი სივრცე საბოლოოდ უფრო ხარისხიან და კომფორტულ შედეგს იძლევა.

ჩვენ ვირჩევთ მხოლოდ მაღალხარისხიან მასალებს, რომლებიც კარგად გამოცდილია ბაზარზე და უზრუნველყოფენ პროექტის გრძელვადიან, ხარისხიან შესრულებას.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელი მიიღოს რემონტი, რომელიც არა მხოლოდ ლამაზია, არამედ გამძლე.

ჩვენი კომპანია მომსახურებას უზრუნველყოფს თბილისის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში.

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია შეთანხმებით სხვა რაიონებში ვიზიტი.

პროექტის დასრულების დრო დამოკიდებულია მისი სირთულეზე და მოცულობაზე.

მარტივი სამუშაოების დასრულება შეიძლება მოკლე დროში, რთული პროექტებისთვის კი დროის აღება საჭირო ხდება დეტალური დაგეგმვით, რათა შედეგი იყოს მაღალი ხარისხის.

ჩვენი მომსახურების გადახდა მიმდინარეობს სამ ნაწილად: წინასწარი ვადით (პროექტის დაწყებამდე), პროცესში და ბოლო ნაწილი – სამუშაოების სრული დასრულების შემდეგ.

ეს მიდგომა უზრუნველყოფს კომფორტს მომხმარებლისთვის და მუშაობის გამჭვირვალობას.

ჩვენი მომსახურების ღირებულება მთლიანად დამოკიდებულია კონკრეტულ პროექტზე და მის სირთულეზე. თითოეული შეკვეთა განსხვავებულია – მასში შედის სამუშაოების მოცულობა, საჭირო მასალები, პროექტის სპეციფიკა და სხვა ფაქტორები, ამიტომ ფასის საბოლოო გამოთვლა ხდება ინდივიდუალურად.

საორიენტაციო ფასების გასაგებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენი რემონტის ფასების გვერდს.